26 ნოემბერი
ხვალ., 12:30 წუთზე, პარტიის ლიდერი გიორგი ლაღიძე გამართავს პრეს-კონფერენციას
თემა: ხელისუფლება პატიმრებს პირადი სიმპატიით იწყალებს და საკუთარი პიარისთვის იყენებს
26 ნოემბერი
ხვალ., 12:30 წუთზე, პარტიის ლიდერი გიორგი ლაღიძე გამართავს პრეს-კონფერენციას
თემა: ხელისუფლება პატიმრებს პირადი სიმპატიით იწყალებს და საკუთარი პიარისთვის იყენებს
პოლიტიკური პარტია "მომავალი საქართველო"-ს ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც ცალსახად არის დაფიქსირებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია და ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული. ამ დოკუმენტში საუბარია ასევე საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებზეც, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯზე.
-მიმაჩნია, რომ ამ დოკუმენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის საფრთხე, რაც რუსეთისგან შესაძლოა ნებისმიერ სახელმწიფოს დაემუქროს, აქედან გამომდინარე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მეტი ძალისხმევა, რათა მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და რუსეთმა დაინახოს, რომ თანამედროვე მსოფლიო აღარ დაუშვებს 21-ე საუკუნეში ძალისმიერი მეთოდებით პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტის შელახვას და საზღვრების შეცვლას, განაცხადა გიორგი ლაღიძემ
25.09.09.
--------------------------------------------------
ინტერვიუ პარტია "მომავალი საქართველო"-ს ლიდერ გიორგი ლაღიძესთან
–ბატონო გიორგი, როდის შეიქმნა პარტია და რა არის პარტიის მიზნები და ამოცანები?
–პარტია "მომავალი საქართველო" შეიქმნა 2008 წელს, პარტიის ძირითადი მიზნები არის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განმტკიცება, მე არ დაგიმალავთ ,რომ ჩვენი პარტია ძირითადად დაკომპლექტებულია იურისტებით, თუმცა პარტიაში გაწევრიანებულია ყველა პროფესიის ადამიანი: ეკონომისტები, ექიმები, მათ შორის მეცნიერ მუშაკებიც. ჩვენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გავხსენით რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციები. პრაქტიკულად უკვე ჩამოყალიბდა პარტიული სტრუქტურები ყველა ერთეულის დონეზე, ჩვენ დღითიდღე ვძლიერდებით.
–რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი რომელიც პარტიაში წევრიანდება?
– პარტიაში დღეისათვის უკვე 20 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს გაწევრიანება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, პირველ რიგში პარტიის წევრი უნდა იყოს კეთილსინდისიერი, სუფთა წარსულის მქონე, უნდა იზიარებდეს პარტიის მიზნებს და ამოცანებს, უნდა იყოს 18 წელს მიღწეული,ამის შემდეგ ჩვენ მას მივიღებთ ჩვენს გუნდში, ჩვენს პარტიაში დაიწყებს ის მოღვაწეობას და მე ვფიქრობ ეს ადამიანი ძალიან კარგ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის.ასევე ჩვენი პარტია აპირებს მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, ჩვენი მიზანია უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადოთ უსამართლობას, იმ უსამართლობას რაც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ადამიანის უფლებების დარღვევას უნდა ვებრძოლოთ მკაფიოდ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ჩვენი ქვეყანა უნდა იქცეს ნამდვილ, დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოდ
================================================ ინტერვიუს უძღვებოდა შორენა გონგლაძე