საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები
პარტიის ძირითადი მიზნებია (ამოცანებია) კანონით დადგენილი წესით:
1.1
სამართლებრივი, ერთიანი, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობა.
1.2
სახელმწიფო პატრიოტიზმის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მსოფლმხედველობრივი იდეალიზმის დამკვიდრება, ეთნიკური, კონფენსიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება.
1.3
კერძო საკუთრების დაცვა, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეწყობა და განვითარება.
1.4
სიტყვის თავისუფლების დაცვა.
1.5
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
1.6
ღარიბი ფენისთვის სოციალური პროგრამების განხორციელება, სიღარიბის საბოლოო დაძლევა.
1.7
ვეტერანებზე და სოციალურად დაუცველ პირებზე ზრუნვა, მათზედ უფასო იურიდიული დახმარების ხელშეწყობა.
1.8
სოციალურად დაუცველ პატიმართა იურიდიულ-სამართლებრივი დახმარების ხელშეწყობა.
1.9
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა.
1.10
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაცვა.
1.11
ინტეგრაცია მსოფლიო ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში.
1.12
საქართველოში ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
1.13
აქტიური მონაწილეობის მიღება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1.14
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
1.15
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანთა პიროვნული თავისუფლების დაცვა.
1.16
ქვეყნისა და რეგიონების პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია.
1.17
მშვიდობის დამყარება და მისი შემდგომი უზრუნველყოფა, ქვეყნის და მოქალაქეთა ეკონომიკური კეთილდღეობა.
1.18
დემოკრატიული პრინციპების გაღრმავება და მათი ქვეყანაში რეალურად დამკვიდრება.
1.19
ეროვნული ტრადიციების დაცვა და შემდგომი განვითარება.
1.20
მართლმადიდებლობის დაცვა, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება
1.21
საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება.
1.22
ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა, მშვიდობიანი და სამართლებრივი პოლიტიკური საშუალებებით.
1.23
პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის და ამ წესდების საფუძველზე. აგრეთვე, პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და თანამშრომლობს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან, თუ მათი მოქმედება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და პარტიის წესდებას. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს როგორც იურიდიული პირი სახელმწიფო რეგისტრაციის შემდგომ კანონით დადგენილი წესით.