© Copyright
All Rights Reserved

ინფორმაცია პარტიის შესახებ


    პოლიტიკური პარტია ”მომავალი საქართველო” დაფუძნდა 2008 წლის 16 თებერვალს, დამფუძნებელი ყრილობის მიერ. რეგისტრაცია გაიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2008 წლის 22 თებერვალს.

    პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო გიორგი ლაღიძე, რომელიც პარტიის მთავარი კომიტეტის მიერ არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ. გიორგი ლაღიძე პროფესიით იურისტია, სამართალმცოდნე.


პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე


1998 წლიდან იგი არის სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი. ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პოლიტიკურ პარტიაში - ”მომავალი საქართველო”, გაერთიანებული არიან ყველა პროფესიის ადამიანები, ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. პარტიაში უკვე გაწევრიანებულია ათიათასზე მეტი ადამიანი. პარტიის წევრთა უმრავლესობა პროფესიით იურისტი და აქტიური ადამიანის უფლებათა დამცველია.

 
 
Powered By
Alex Ejibishvili